ქვემოთ მოცემული ფასები დათვლილია RentSale.ge-ის აქტიური განცხადებებით, ამიტომ ცხრილი ყოველთვის განახლებულია.
| ოთახები | საშუალო | დან | მდე | განცხადება |
|---|---|---|---|---|
| 1 ოთახი | 832 ₾ | 350 ₾ | 1,500 ₾ | 45 |
| 2 ოთახი | 839 ₾ | 380 ₾ | 2,100 ₾ | 257 |
| 3 ოთახი | 1,052 ₾ | 380 ₾ | 3,100 ₾ | 98 |
| 4 ოთახი | 1,376 ₾ | 450 ₾ | 3,700 ₾ | 21 |
| 5 ოთახი | 1,976 ₾ | 800 ₾ | 4,000 ₾ | 4 |
ფასები თვეში, გათვლილია 425 განცხადებით · განახლდა 31.07.2026
უბანი. ვაკე და ვერა ყველაზე ძვირია, საბურთალო შუალედშია, გლდანი, ვარკეთილი და ისანი — ყველაზე ხელმისაწვდომი. ერთსა და იმავე ფართობზე სხვაობა ორჯერამდე ადის.
რემონტი და ავეჯი. სრულად ავეჯითა და ტექნიკით ბინა 20–35%-ით ძვირია, ვიდრე იგივე ცარიელი.
სართული და ლიფტი. პირველი და ბოლო სართული 10–15%-ით იაფია; ულიფტო კორპუსში მე-4 სართულის ზემოთ ფასი შესამჩნევად ეცემა.
სეზონი. პიკი — სექტემბერი: ჩამოდიან სტუდენტები და რელოკანტები. იანვარ-თებერვალში არჩევანი მეტია და ვაჭრობაც რეალური.
კომუნალური თითქმის ყოველთვის ცალკეა: დენი, წყალი, გაზი, ინტერნეტი და მოსახლეობის მომსახურება — დაითვალეთ 80–200 ₾ დამატებით, ზამთარში გაზის გათბობით მეტი. დეპოზიტი ჩვეულებრივ ერთი თვის ქირის ტოლია.
ეძებეთ მესაკუთრის განცხადებები — აგენტის საკომისიოს გარეშე: ყველა ბინა ქირით, 1000 ₾-მდე. გრძელვადიან ხელშეკრულებაზე ხშირად 5–10%-იან ფასდაკლებას გაძლევენ.
ასევე: როგორ ვიქირავოთ აგენტის გარეშე · როგორ გავაქირაოთ სწრაფად
← მთავარ გვერდზე