ეს დოკუმენტი აღწერს, როგორ ხდება RentSale.ge-ზე ფასიანი სერვისების შეძენა, მიწოდება და გაუქმება.
ყველა სერვისი ციფრულია და ავტომატურად აქტიურდება ბანკისგან გადახდის დადასტურების მიღებისთანავე — როგორც წესი, რამდენიმე წამში. ფიზიკური მიწოდება არ ხდება.
გადახდის დაწყების შემდეგ, ბანკის გვერდის დახურვით ან ღილაკით „გაუქმება“, ოპერაცია წყდება და თანხა არ ჩამოიჭრება.
გადახდილი თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება. სერვისი ციფრულია და მიწოდებულად ითვლება გააქტიურების მომენტიდან.
გთხოვთ, გადახდამდე ყურადღებით შეარჩიოთ სერვისი და ვადა. ფასები იხილეთ გვერდზე სერვისები და ფასები.
თუ თანხა ჩამოიჭრა, სერვისი კი საერთოდ არ გააქტიურდა ტექნიკური მიზეზით, ან თანხა ჩამოიჭრა ორჯერ ერთსა და იმავე სერვისზე — მოგვწერეთ და ჩვენ გავააქტიურებთ სერვისს ან აღმოვფხვრით ორმაგ ჩამოჭრას.
დაგვიკავშირდით: rentsale.ge@gmail.com · +995 579 26 11 22. მიუთითეთ განცხადების ნომერი (ID), გადახდის თარიღი და თანხა. პასუხს გცემთ 3 სამუშაო დღეში.
ყველა ანგარიშსწორება ხდება ქართულ ლარში (GEL, ₾). საიტზე ფასის დოლარში ჩვენება მხოლოდ საინფორმაციო ხასიათისაა.
← მთავარ გვერდზე